შეიხედე ჩვენს სამზარეულოში – სიახლეები, მოვლენები და საინტერესო ისტორიები

აქტივობები
აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.
September 3, 2026

5 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსი სპორტულ და ტექნოლოგიურ არენად იქცა, სადაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების ორგანიზებით, რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი, „მოტობურთი 2026“ გაიმართა.
June 8, 2026

აქტივობები
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება აპგეიმინგში შიდა აქტივობებით განსაკუთრებულად დატვირთულია და ჩვენი კალენდარი სხვადასხვა ივენთებითაა სავსე, არის ტრადიციები, რომლებსაც ყველა დიდი ენთუზიაზმით ელოდება. აპგეიმინგის პირველი „რა? სად? როდის?“ იმდენად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რომ ლეგენდარული ინტელექტუალური თამაში ახალი სეზონით ოფიციალურად დაბრუნდა.
June 13, 2026

აქტივობები
ჩვენს ივენთების კალენდარში სპორტული აზარტისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. შესაბამისად კომპანიაში პადელის მესამე, ყველაზე მასშტაბურმა ტურნირმაც არ დააყოვნა. ეს დინამიური სპორტი უკვე დიდი ხანია გუნდის ერთ-ერთი ფავორიტია.
June 5, 2026

აქტივობები
ჩვეულებრივ დღეებში აპგეიმინგის ოფისში საქმიანი ატმოსფეროა, თუმცა 1 ივნისს ყველაფერი ცოტათი შეიცვალა. ბავშვთა დაცვის დღეს ტრადიცია არ დაგვირღვევია, თანამშრომლების შვილებს ვუმასპინძლეთ და ოფისი ერთბაშად 100-ზე მეტი პატარა სტუმრის პოზიტიურმა ქაოსმა შეავსო.
June 2, 2026

ღონისძიებები
თუ ფიქრობთ, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია, ესე იგი აპგეიმინგის ბოლო ივენთი გამოტოვეთ. ერთ დღესაც ოფისში მოსულ თანამშრომლებს 2026 წლის ნაცვლად, ნამდვილი, ავთენტური და ცოტათი გიჟური 90-იანი წლები დაგვხვდა. „შუქი მოვიდა“, ოღონდ ამჯერად ნოსტალგიის, მუსიკისა და დაუვიწყარი გართობის სახით.
May 29, 2026