ჰელოუინი Upgaming-ში იმ ღონისძიებებს შორისაა, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი განსაკუთრებით ემზადება. ყოველ წელს ვხედავთ უფრო საინტერესო კოსტუმებს, მოულოდნელ პერსონაჟებსა და კრეატიულ იდეებს. გამონაკლისი არც წლევანდელი ჰელოუინი ყოფილა.
ჰელოუინი აპგეიმინგში: ტრადიცია გრძელდება
November 3, 2026 | ღონისძიებები


ზოგიერთი თანამშრომლის ამოცნობა კოსტუმის მიღმა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ყველამ იმდენად კარგად მოირგო თავიანთი პერსონაჟები, რომ კოსტუმების კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა მარტივი საქმე ნამდვილად არ ყოფილა.

კონკურსი ტრადიციულად ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო. მონაწილეებმა კოსტუმების შერჩევასა და პერსონაჟების გაცოცხლებაში ფანტაზია არ დაიშურეს, მთავარი პრიზი კი მხოლოდ ერთს უნდა მიეღო. საბოლოოდ, გამარჯვებული Queen of Hearts გახდა, რომელმაც მთავარი პრიზი, 2-კაციანი საგზური მიიღო ევროპის სასურველ ქვეყანაში. აფგეიმინგის ლაინაფი წლევანდელ ჰელოუინზეც მოწოდების სიმაღლეზე იყო, ამიტომ მომავალი წლის მონაწილეებს კოსტუმების შერჩევისას უკვე საკმაოდ მაღალი სტანდარტის გათვალისწინება მოუწევთ.
Related stories

ღონისძიებები
ოქტობერფესტი აპგეიმინგში: ახალი ტრადიციის დასაწყისი
აპგეიმინგის ღონისძიებების კალენდარს წელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა შეემატა, კომპანიაში პირველი ოქტობერფესტი მოეწყო.
October 2, 2026

აქტივობები
80 თანამშრომელი კორტზე: პადელის მეოთხე ტურნირი აპგეიმინგში
სპორტი Upgaming-ის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. კომპანიაში უკვე პადელის მეოთხე შიდა ტურნირი ჩატარდა და, როგორც ჩანს, თანამშრომლების ინტერესი ამ სპორტის მიმართ მხოლოდ იზრდება.
September 25, 2026

ღონისძიებები
პოკერის შიდა ტურნირი აპგეიმინგში: სტრატეგია, აზარტი და ემოციები
სტრატეგიული აზროვნება, აზარტი და ინტელექტი პოკერის განუყოფელი ნაწილია. ფაქტია, აფგეიმინგის ლაინაფს არცერთი აკლია, რადგან კომპანიის შიდა პოკერის ტურნირში 100-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.
September 10, 2026





