Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

აპგეიმინგი „მოტობურთი 2026“-ის გენერალური სპონსორია

June 8, 2026

აპგეიმინგის ბრენდირებული სივრცე „მოტობურთი 2026“-ის შეჯიბრზე თავისუფალ უნივერსიტეტში

5 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსი სპორტულ და ტექნოლოგიურ არენად იქცა, სადაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების ორგანიზებით, რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი, „მოტობურთი 2026“ გაიმართა.

აპგეიმინგში გვჯერა, რომ ინოვაცია სწორედ ახალგაზრდების იდეებით იწყება, ამიტომ მათი მხარდაჭერა და საინჟინრო თუ ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება ჩვენი ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად ვაქციეთ. სწორედ ამიტომ, გასულ წელს პროექტის მხარდაჭერის შემდეგ, წელს შეჯიბრს უკვე გენერალური სპონსორის სტატუსით შევუერთდით, რათა ნოვატორი ახალგაზრდების მოტივაცია კიდევ უფრო გაგვეზარდა.

სტუდენტურმა გუნდებმა საკუთარი ხელით აწყობილი, მოდიფიცირებული რადიო-მართვადი მანქანებს მოედანზე საინჟინრო გამოცდაზე გაატარეს. მოთამაშეების შრომისა და მონდომების დასაფასებლად, აპგეიმინგმა გამარჯვებულებისთვის ფულადი ჯილდოებიც დააწესა: პირველი ადგილის მფლობელ გუნდს 2 500₾ გადაეცა, ხოლო მეორე ადგილზე გასულებმა 1 500₾ მოიპოვეს.

მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ჩვენთვის ტექნოლოგიების სფეროს მომავალ შემოქმედებთან კავშირისთვის საუკეთესო გზაა. გვიხარია იმავე ენთუზიაზმის და გუნდურობის დანახვა ახალგაზრდებში, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაზე მეტად ვაფასებთ.

ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს და წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს მომავალ გამოწვევებში!

Related stories

აპგეიმინგის „რა? სად? როდის?“ მეორე ჩემპიონატის გამარჯვებულები ბროლის ბუს ჯილდოთი

აქტივობები

„რა? სად? როდის?“ მეორე სეზონი აპგეიმინგში

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება აპგეიმინგში შიდა აქტივობებით განსაკუთრებულად დატვირთულია და ჩვენი კალენდარი სხვადასხვა ივენთებითაა სავსე, არის ტრადიციები, რომლებსაც ყველა დიდი ენთუზიაზმით ელოდება. აპგეიმინგის პირველი „რა? სად? როდის?“ იმდენად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რომ ლეგენდარული ინტელექტუალური თამაში ახალი სეზონით ოფიციალურად დაბრუნდა.

June 13, 2026

Prize awards for the top three winners of Upgaming’s third padel tournament

აქტივობები

აპგეიმინგში პადელის მესამე ჩემპიონატი გაიმართა

ჩვენს ივენთების კალენდარში სპორტული აზარტისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. შესაბამისად კომპანიაში პადელის მესამე, ყველაზე მასშტაბურმა ტურნირმაც არ დააყოვნა. ეს დინამიური სპორტი უკვე დიდი ხანია გუნდის ერთ-ერთი ფავორიტია.

June 5, 2026

Upgaming employees celebrating at a 1990s-themed office event

ღონისძიებები

Upgaming-ის დროის მანქანა: როგორ დავბრუნდით 90-იან წლებში

თუ ფიქრობთ, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია, ესე იგი აპგეიმინგის ბოლო ივენთი გამოტოვეთ. ერთ დღესაც ოფისში მოსულ თანამშრომლებს 2026 წლის ნაცვლად, ნამდვილი, ავთენტური და ცოტათი გიჟური 90-იანი წლები დაგვხვდა. „შუქი მოვიდა“, ოღონდ ამჯერად ნოსტალგიის, მუსიკისა და დაუვიწყარი გართობის სახით.

May 29, 2026