Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

ანდრია ჩიქოვანი

May 3, 2026 | Talent Spotlight

ანდრია ჩიქოვანი, აპგეიმინგის Talent Growth პროგრამის 2D Game Art მიმართულების მონაწილე

ციფრული ხელოვნება ბევრისთვის მხოლოდ ჰობია, მაგრამ ანდრია ჩიქოვანისთვის ეს ბავშვობის ინტერესი იყო და პროფესიული გზაც მას დაუკავშირა. აპგეიმინგის ტალანტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ანდრიამ შეძლო აკადემიური ცოდნა რეალურ გამოწვევებში გამოეცადა.

– ანდრია, როგორ მოხვდი Talent Growth პროგრამაში? რატომ მაინცდამაინც Digital Art?

ციფრული ხელოვნება ბავშვობიდან მაინტერესებდა. საქართველოში ეს პროფესია საკმაოდ იშვიათია, ამიტომ როგორც კი ამ პროგრამის შესახებ გავიგე, გადაწყვეტილება წამებში მივიღე. მივხვდი, რომ ეს იყო შანსი, ჩემი ინტერესი პროფესიად მექცია.

– პირველი დღე აპგეიმინგში: მოლოდინი vs რეალობა. რა იყო ის მთავარი „Shocking“ დეტალი, რაც დაგხვდა?

სამუშაო გარემო! ნამდვილად იშვიათია საქართველოში ისეთი მასშტაბის და ატმოსფეროს მქონე კომპანია, როგორიც აპგეიმინგია. ასევე, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა მენტორებისა და თანამშრომლების მხრიდან ასეთი დიდი მხარდაჭერა.

– 2D არტისტისთვის ხშირად რთულია სხვისი იდეის ვიზუალიზაცია. რა იყო შენი ყველაზე რთული დავალება?

რთული იყო კონკრეტული განმარტების მიხედვით პერსონაჟისა და თამაშის დახატვა. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მეგონა, რომ რამე საინტერესო გამოვიდოდა, თუმცა ბევრი ძიებისა და სტილების მორგების შემდეგ, მივაღწიე იმ შედეგს, რამაც თავადაც მომცა მოტივაცია. კვირის ბოლოს ჩემი ნამუშევრით მართლა ვამაყობდი.

– ვინ იყო შენი მენტორი და რა არის ის „ოქროს წესი“, რაც მისგან ისწავლე?

ჩემი მენტორი სუხა ზვიადაური იყო. სუხა ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას პროგრესის მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ არასდროს უნდა დავივიწყოთ ხატვის ზოგადი, ფუნდამენტური პრინციპები.

– რა სუპერძალა აღმოაჩინე საკუთარ თავში პროგრამის დაწყების შემდეგ?

აღმოვაჩინე, რომ კრეატიული საქმის კეთება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. სწორედ ეს სასიამოვნო პროცესი მეხმარება, რომ დისციპლინისა და მოტივაციის დახმარებით პროფესიულად ბევრად უფრო მარტივად განვვითარდე.

– შენ მიერ შექმნილ რომელ პერსონაჟთან ერთად წახვიდოდი ლუდის დასალევად და რაზე ილაპარაკებდით?

ჩემს ერთ-ერთ პერსონაჟთან, „განგსტერ ბებოსთან“ ერთად წავიდოდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ სამწუხაროდ, ლუდს არ სვამს – წნევები აწუხებს, ასე რომ, ალბათ ჩაიზე მოგვიწევდა საუბარი მის თავგადასავლებზე.

– სამყაროდან ერთი ფერის წაშლა რომ შეგეძლოს, რომელს გააქრობდი?

ბევრი ვიფიქრე და ვერცერთ ფერს ვერ ვიმეტებ გასაქრობად. მგონია, რომ ყველაზე უშნო ფერსაც კი თავისი უნიკალური როლი აქვს ბუნებაში და კომპოზიციაში.

– რა არის ისეთი რამ, რაც ძალიან კარგად გამოგდის, მაგრამ შენს CV-ში არასდროს ეწერება?

გიტარაზე დაკვრა და ზოგადად მუსიკის ცოდნა.

– და ბოლოს, რა იყო ბოლო რამ, რაც პირველად გააკეთე ცხოვრებაში?

პირველად გამიჩნდა სერიოზული ინტერესი ხელოვნური ინტელექტის მიმართ. დავიწყე მისი შესწავლა და იმის გააზრება, თუ რა გავლენა ექნება მას ხელოვნებასა და მომავალ სამყაროზე.

ბლიც კითხვები

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Spotlight

რევაზ კორძაია

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

June 25, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026