Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

კიბერუსაფრთხოების ტრენინგი აპგეიმინგის ლიდერებისთვის

April 6, 2026 | განვითარება

Upgaming team leaders participating in a cybersecurity training session

კომპანიის ზრდასთან ერთად, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო გადახდების შესახებ ტრენინგის შემდეგ, Upskill-ის მორიგი შეხვედრა კიბერუსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. ამჯერად ტრენინგს აპგეიმინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და გუნდის ლიდერები ესწრებოდნენ.

რა იყო მთავარი თემები?

შეხვედრის ძირითადი ნაწილი ფიშინგ (Phishing) შეტევებს დაეთმო – ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საფრთხეს თანამედროვე ციფრულ სამყაროში. დეტალურად განვიხილეთ:

  • თაღლითური შეტყობინებების ამოცნობა: როგორ გავარჩიოთ ყალბი იმეილი ან შეტყობინება ნამდვილისგან, მაშინაც კი, როცა ის ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება.
  • შეტევის ვექტორები: რა გზებით ცდილობენ კიბერდამნაშავეები სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას და როგორ იცვლება მათი მეთოდები დროთა განმავლობაში.
  • პრევენცია: რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას ლიდერმა, რომ საკუთარი გუნდის ციფრული ჰიგიენა მაღალ დონეზე შეინარჩუნოს.

ჩვენი მიზანია, თითოეულ ლიდერს ჰქონდეს ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვაში.

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Spotlight

რევაზ კორძაია

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

June 25, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026