აპგეიმინგში საუკეთესო სერვისი პროდუქტის სიღრმისეული ცოდნით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პლატფორმები მილიონობით ოპერაციას ასრულებენ, ხარისხსა და სიზუსტეს ყოველთვის აპგეიმინგის გუნდი უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, მხარდაჭერის გუნდისა და Fraud-ის დეპარტამენტებმა სპეციალური ვორქშოფი გაიარეს, რომელსაც სპორტული მონიტორინგის ჩვენივე სპეციალისტი უძღვებოდა.
სპორტსბუქის საფუძვლები: ცოდნის გაზიარების სესია
May 30, 2026 | განვითარება

ტრენინგი სპორტული მარკეტების ლოგიკისა და კოეფიციენტების გაცნობით დაიწყო. გუნდმა დეტალურად შეისწავლა ევროპული და აზიური ჰანდიკაპები, რათა მომხმარებლის ნებისმიერ რთულ კითხვას მარტივად უპასუხონ. ფსონების სხვადასხვა ტიპების განხილვამ დაგვანახა, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტექნოლოგია რეალურ სპორტულ სტრატეგიებთან მიმართებაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოებასაც. ჩვენმა სპეციალისტებმა ისწავლეს, როგორ შეამჩნიონ საეჭვო ქცევა თუ უჩვეულო პატერნები ციფრებს მიღმა. პროფესიული სტრატეგიების ანალიზი და რისკების სწორი შეფასება გვეხმარება, რომ პლატფორმა მუდამ დაცული და სამართლიანი იყოს. მსგავსი შეხვედრები საუკეთესო გზაა ტექნოლოგიისა და სპორტული ცოდნის გასაერთიანებლად, რაც ჩვენს გუნდს ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ შემადგენლობად აქცევს.
ცოდნის გაზიარებას სხვა მიმართულებებითაც ვაგრძელებთ. უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო ასევე კიბერუსაფრთხოების ტრენინგი აპგეიმინგის ლიდერებისთვის, სადაც ციფრული საფრთხეების ამოცნობასა და მათ პრევენციაზე ვისაუბრეთ. ასეთი შეხვედრებით ვცდილობთ, გუნდის შიგნით დაგროვილი ცოდნა ერთმანეთს გავუზიაროთ და ყოველდღიურ საქმიანობაში კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ.
Related stories

აქტივობები
Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად
აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.
September 3, 2026

Talent Spotlight
რევაზ კორძაია
Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.
June 25, 2026

Employee Spotlight
ნიკა სირაძე
ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.
June 15, 2026



