ვინვართ
ჩვენ
აფგეიმინგის შესახებ
აფგეიმინგი პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერია, რომელიც 12 წელზე მეტია კლიენტებს პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს სთავაზობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აფგეიმინგი გლობალური ბრენდია და მისი ოფისები 5 სხვადასხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი: საქართველოში, შვეიცარიაში, მალტაში, ბულგარეთსა და არგენტინაში. 650-ზე მეტი პროფესიონალისგან შემდგარი გუნდითა და 220-ზე მეტი ბიზნესპარტნიორით, კომპანია iGaming სექტორში სტაბილური და საიმედო პარტნიორია.
ჩვენი ერთობის პრინციპი
გვჯერა, რომ გუნდი მაშინ არის ძლიერი, როცა ერთმანეთს ვენდობით, გვაქვს საერთო ხედვა და ერთი მიზნისკენ ვისწრაფით. აქ თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული გამოცდილება მოაქვს და სწორედ მრავალფეროვნებაა ჩვენი სიძლიერე. ლაინაფის იდენტობაც სწორედ ამ სულისკვეთებას ასახავს: სტრუქტურა, სადაც ყოველი ადამიანის ხმა ისმის და ყოველი როლი გადამწყვეტია.
რა გვაერთიანებს
ლაინაფის მენტალიტეტი
ჩვენ ვიზიარებთ საერთო პრინციპებს, რომლებიც მრავალფეროვან ტალანტებს ერთ ძლიერ გუნდად გვაქცევს
პასუხისმგებლობა
ყველას აქვს საკუთარი როლი.
საუკეთესო შედეგს მაშინ ვაღწევთ, როცა ყველა პოზიციას სრული პროფესიონალიზმით ვეკიდებით
საერთო ხედვა
განსხვავებული უნარები, ერთი მიზანი.
ეს სინქრონულობა გვეხმარება, რომ ერთად ვიაროთ წინ.
სტრუქტურა და ნდობა
გულახდილობა ბადებს ნდობას.
როდესაც ყველამ იცის თავისი როლი და ფუნქცია, თანამშრომლობა ბუნებრივი ხდება, ნდობა კი – გარდაუვალი.
კონტრიბუცია
ყველა პოზიცია მნიშვნელოვანია.
თითოეულ ადამიანს აქვს გავლენა საბოლოო შედეგზე. ჩვენი ძალა იმაშია, თუ როგორ ვმუშაობთ როგორც ერთი მთლიანობა.
რას ვაფასებთ
ვიწყებთ ადამიანებით
აქ ყველაფერი ადამიანებით იწყება. ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ ჩვენგანს აქვს ნდობა და მხარდაჭერა, რომ პოტენციალის მაქსიმუმი აჩვენოს
ვიზრდებით მუდმივად
განვითარება ჩვენი ყოველდღიურობაა. ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტსა და შესაძლებლობას, რომ მუდმივად წინ ვიაროთ
ვქმნით შესაძლებლობებს
ვამჩნევთ პოტენციალს და ვავითარებთ მას. ჩვენი ლიდერების უმრავლესობამ კარიერულად გუნდთან ერთად გაიზარდა
ვაშენებთ ერთად
ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ნდობა, კოლაბორაცია და ღია კომუნიკაცია არის ის, რაც ყოველდღიურად წინ გვწევს
ვიღებთ პასუხისმგებლობას
ვაძლევთ ერთმანეთს თავისუფლებას, ავიღოთ ინიციატივა, ვიაზროვნოთ მასშტაბურად და შევქმნათ რეალური ცვლილებები
ვზრუნავთ ერთმანეთზე
მხარს ვუჭერთ გუნდს რეალური ბენეფიტებითა და ჩვენი კორპორაციული კულტურის ღირებულებებით, სადაც ბალანსი, სიმშვიდე და გრძელვადიანი წარმატება პრიორიტეტია