სოფოს 6-წლიანი კარიერა აპგეიმინგში მაგალითია, თუ როგორ შეიძლება გადააქციო არარაციონალური შიში შესაძლებლობად. Account Manager-იდან - B2B მიმართულების ხელმძღვანელობამდე გავლილი გზა ბევრ გამოწვევას, „პატარა ქაოსების“ მართვასა და მუდმივ განვითარებას აერთიანებს.
სოფო კორძაია
May 7, 2026 | Employee Spotlight

– სოფო, 6 წელი კომპანიაში დიდი დროა. როგორ გახსენდება შენი პირველი დღე აპგეიმინგში?
ეს დღე ჩემთვის ბევრი განსხვავებული ემოციით იყო სავსე - ძალიან მიხაროდა, თუმცა ამავდროულად უზომოდ ვნერვიულობდი. მინდოდა, გუნდზე კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან ცოტა მაშინებდა, როგორ შევეწყობოდი ახალ გუნდს და როგორი იქნებოდა სამუშაო გარემო აპგეიმინგში.
– რა ხდებოდა Upgaming-ამდე. იყო რაიმე გარდამტეხი მომენტი შენს კარიერაში?
აპგეიმინგამდე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი უნივერსიტეტს ეკავა. მაგისტრატურაზე ჩაბარება აღმოჩნდა ის იმპულსი, რომელმაც მიბიძგა, მაშინდელი სტაბილური და მარტივი სამსახურიდან წამოვსულიყავი და ახალი შესაძლებლობები მეპოვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი მომენტი ჩემს კარიერაში.
– მოდი, ავუხსნათ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ არის ამ სფეროდან – რას აკეთებ Upgaming-ში?
ბევრ დიდ და პატარა საინტერესო პროცესს ვმართავ. ჩემი ჩართულობა მხოლოდ დეპარტამენტის მართვით არ შემოიფარგლება, რაც საქმეს უაღრესად მრავალფეროვანს ხდის. ვხვდები განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანებს, ვისთანაც ვმეგობრობ, ვკამათობ და ზოგჯერ ვჩხუბობ კიდეც. ამ დიდ ქაოსში მე ჩემს პატარა ქაოსებს ვმართავ - პროექტების, პროცესებისა თუ კომუნიკაციების სახით.
– რა არის ის უნარი, რომელიც ამ ტემპთან გამკლავებაში გეხმარება?
შეიძლება კლიშეა, მაგრამ ნებისმიერი გამოწვევის განვითარების შესაძლებლობად აღქმა. ეს მეხმარება შიშების დაძლევაში და საშუალებას მაძლევს, „თავით გადავეშვა“ სრულიად უცხო საკითხებში. “Can-do attitude“ თითქმის უკვე ჩვევად მექცა.
– რა იყო შენს კარიერაში ყველაზე რთული „უხილავი” ბარიერი, რომლის გადალახვამაც ყველაზე მეტად გაგზარდა?
ალბათ, ჩელენჯების შიში. თავიდან აპგეიმინგი ჩემთვის სრულიად უცხო გამოცდილება იყო და მიჭირდა ჩემი ადგილის დანახვა. ყოველ დავალებას საშიშ გამოცდად აღვიქვამდი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა „ჩავიჭრა“. დროთა განმავლობაში, გამოცდილებასთან ერთად, საკუთარი თავის რწმენაც მომემატა და ეს შიშები განვითარების შესაძლებლობებად გადავაქციე.
– ბევრი ფიქრობს, რომ ოპერაციების მართვა რუტინული საქმეა. რა არის მთავარი მითი შენი პოზიციის შესახებ?
ხშირად ვერ აღიქვამენ ამ საქმეს, როგორც მრავალფეროვანს ან აღმაფრთოვანებელს, არადა ჩემთვის პირიქითაა. ეს არ არის მოსაწყენი 9-დან 5-მდე რუტინა.
– რა გაძლევს მოტივაციას იმ დღეებში, როცა ყველაფერი გეზარება?
სიმართლე გითხრათ, ასეთ დროს მოტივაციას პასუხისმგებლობის გრძნობა ანაცვლებს. მაინც ვაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, უბრალოდ – ცუდ ხასიათზე.
– შენი იდეალური სამუშაო დღე როგორია?
მიყვარს დატვირთული დღეები, საინტერესო და არარუტინული შეხვედრებით. ოღონდ, აუცილებლად ყავის შესვენებებით! მთავარია, დღის ბოლოს ყველაფერი მოვასწრო, რისი გაკეთებაც მინდოდა. თუ გარეთ მზე და გაზაფხულია, საერთოდ იდეალურია.
– წარმოიდგინე, რომ მორიგ დიდ Deal-ს ხურავ. რა სიმღერა იქნებოდა ამ მომენტის საუნდტრეკი?
Jay-Z & Alicia Keys – Empire State of Mind.
– დაასრულე წინადადება: “Life at Upgaming feels like...“
“It's lights out and away we go!” - როგორც ფორმულა 1-ის სტარტზე, აქაც ყველაფერი ძალიან სწრაფი, დინამიური და აზარტულია.
Related stories

აქტივობები
Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად
აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.
September 3, 2026

Talent Spotlight
რევაზ კორძაია
Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.
June 25, 2026

Employee Spotlight
ნიკა სირაძე
ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.
June 15, 2026



