პროფესიული ზრდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. გვჯერა, რომ ყველაზე ღირებული ცოდნა სწორედ გუნდის შიგნით არსებობს, ამიტომ აპგეიმინგის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ვატარებთ შეხვედრების სერიას: „გაუზიარე და გაიზიარე ცოდნა“.
საერთაშორისო გადახდები: გაუზიარე და გაიზიარე ცოდნა
May 10, 2026 | განვითარება

ჩვენი მორიგი ტრენინგი საერთაშორისო გადახდის მეთოდებს დაეთმო. რადგან ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება, გადავწყვიტეთ, დეტალურად გაგვერჩია, როგორ მუშაობს ფინტეკ ინდუსტრია დღეს.
რა იყო მთავარი თემები?
- ტრადიციული სისტემები: როგორ მუშაობს SWIFT/SEPA და რას ნიშნავს ბარათების ნეთვორქები (Visa, Mastercard, Amex).
- თანამედროვე გადაწყვეტები: გადახდის პროცესორები და ელექტრონული საფულეები (Google Pay, Apple Pay, PayPal).
- ინოვაციები: კრიპტო გადახდების პრინციპები და ერთჯერადი (disposable) ბარათების უსაფრთხოება.
ეს მხოლოდ დასაწყისია. პროგრამის ფარგლებში ცოდნის გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით ვაგრძელებთ. უკვე ვისაუბრეთ სპორტსბუქის საფუძვლებზე და ჩავატარეთ კიბერუსაფრთხოების ტრენინგი აპგეიმინგის ლიდერებისთვის, თუმცა წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ცოდნის გაზიარება და ერთმანეთის განვითარებაზე ზრუნვა ყოველდღიური სამუშაო კულტურის ნაწილია.
Related stories

აქტივობები
Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად
აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.
September 3, 2026

Talent Spotlight
რევაზ კორძაია
Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.
June 25, 2026

Employee Spotlight
ნიკა სირაძე
ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.
June 15, 2026



