Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

Upgaming-ის დროის მანქანა: როგორ დავბრუნდით 90-იან წლებში

May 29, 2026 | ღონისძიებები

Upgaming employees celebrating at a 1990s-themed office event

თუ ფიქრობთ, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია, ესე იგი აპგეიმინგის ბოლო ივენთი გამოტოვეთ. ერთ დღესაც ოფისში მოსულ თანამშრომლებს 2026 წლის ნაცვლად, ნამდვილი, ავთენტური და ცოტათი გიჟური 90-იანი წლები დაგვხვდა. „შუქი მოვიდა“, ოღონდ ამჯერად ნოსტალგიის, მუსიკისა და დაუვიწყარი გართობის სახით.

ოფისში ფეხის შედგმისთანავე ყველამ იგრძნო, რომ გარემო რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვე ტექნიკა ჩაანაცვლა ძველმა, მძიმე ტელევიზორებმა და მაგნიტოფონებმა, რომლებიც კასეტების ფანქარს ითხოვდნენ. კედლებზე გაკრულმა იმ ეპოქის საკულტო პოსტერებმა, ანტიკვარულმა ტელეფონებმა და რეტრო ავეჯმა სხვა სამყაროში გადაგვიყვანა. ყველაზე გემრიელი დეტალი კი, რა თქმა უნდა, გაზეთში შეხვეული მზესუმზირა იყო, რომლის გარეშეც 90-იანების უბნის „ბირჟა” წარმოუდგენელი იქნებოდა.

3 15.png

დრესკოდს აპგეიმინგის გუნდმა, ჩვეული ენთუზიაზმით, უმაღლეს დონეზე უპასუხა. ოფისში ნახავდით შავებში ჩაცმულ ბიჭებს და ფერადი სპორტულებითა და ტყავის ქურთუკებით შემოსილ თანამშრომლებს. განსაკუთრებული ყურადღება კი კონკრეტულმა პერსონაჟებმა მიიპყრეს – დერეფნებში ერთდროულად შეხვდებოდით იარაღასხმულ მხედრიონელს, ედუარდ შევარდნაძეს და ეზო-ეზო მოსიარულე ნაყინის გამყიდველს.

1 12.png

რა იქნებოდა 90-იანების ივენთი იმ ეპოქის მთავარი საუნდტრეკების გარეშე? საღამოს კულმინაცია და მთავარი სიურპრიზი ქართული ჰიპ-ჰოპის ლეგენდის, ლექს-სენის გამოჩენა გახდა. მთელი ოფისი ერთხმად მღეროდა იმ სიმღერებს, რომლებზეც თაობები გაიზარდნენ. შოუს მუსიკალურ გაფორმებაზე და წვეულების რიტმზე ასევე საღამოს მეორე სტუმარმა, ძვალმა იზრუნა, რომელმაც სპეციალური DJ სეტი დაუკრა და ნოსტალგიური ბითებით გააცილა საღამო.

2 15.png

ასეთი დღეები აპგეიმინგის ყოველდღიურობის ნაწილია. აქ, საუკეთესო პროდუქტების შექმნასთან ერთად, საერთო მოგონებებსაც ვქმნით. ეს დღეც სწორედ ასეთი იყო - სავსე სიცილით, წარსულის გახსენებით და იმის გააზრებით, თუ რამდენად შორს წავედით მას შემდეგ. მადლობა ყველას, ვინც ამ დღის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ გაჩერებამდე - ვინ იცის, რომელ ეპოქაში ამოვყოთ თავი!

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Spotlight

რევაზ კორძაია

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

June 25, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026