Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი
აფგეიმინგი

პოკერის შიდა ტურნირი აპგეიმინგში: სტრატეგია, აზარტი და ემოციები

September 10, 2026 | ღონისძიებები

აპგეიმინგის თანამშრომლები პოკერის მაგიდასთან კომპანიის შიდა ტურნირის მიმდინარეობისას.

სტრატეგიული აზროვნება, აზარტი და ინტელექტი პოკერის განუყოფელი ნაწილია. ფაქტია, აფგეიმინგის ლაინაფს არცერთი აკლია, რადგან კომპანიის შიდა პოკერის ტურნირში 100-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.

Upgaming poker.jpg

აღმოჩნდა, რომ ნებისყოფასაც არ ვუჩივით: ტურნირი თითქმის 12 საათის განმავლობაში გაგრძელდა და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ შუაღამისას გაირკვა. ამ დროისთვის მონაწილეთა უმეტესობა თამაშს უკვე გამოთიშული იყო, დარჩენებმა კი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლეს. აპგეიმინგში ვცდილობთ, შიდა აქტივობები ისეთივე მრავალფეროვანი იყოს, როგორიც ჩვენი გუნდის ინტერესებია. სპორტული ტურნირები, სხვადასხვა კლუბის აქტივობები და ინტელექტუალურ თამაშები, თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, სამუშაოს მიღმა საკუთარი ინტერესების შესაბამის აქტივობებში ჩაერთონ და გუნდის წევრები განსხვავებულ გარემოში გაიცნონ. რა იქნება შემდეგი? ჩვენი ლაინაფი ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის.

Upgaming poker winner.jpg

Related stories

აპგეიმინგის თანამშრომლები ჰელოუინის კოსტუმებში, კომპანიის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, ჰელოუინის დეკორაციების ფონზე.

ღონისძიებები

ჰელოუინი აპგეიმინგში: ტრადიცია გრძელდება

ჰელოუინი Upgaming-ში იმ ღონისძიებებს შორისაა, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი განსაკუთრებით ემზადება. ყოველ წელს ვხედავთ უფრო საინტერესო კოსტუმებს, მოულოდნელ პერსონაჟებსა და კრეატიულ იდეებს. გამონაკლისი არც წლევანდელი ჰელოუინი ყოფილა.

November 3, 2026

აპგეიმინგის პირველ ოქტობერფესტზე Beer Pong-ის თამაში ბავარიულ კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანების გარემოცვაში.

ღონისძიებები

ოქტობერფესტი აპგეიმინგში: ახალი ტრადიციის დასაწყისი

აპგეიმინგის ღონისძიებების კალენდარს წელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა შეემატა, კომპანიაში პირველი ოქტობერფესტი მოეწყო.

October 2, 2026

აპგეიმინგის თანამშრომლები პადელს თამაშობენ კომპანიის მეოთხე შიდა ტურნირის მიმდინარეობისას.

აქტივობები

80 თანამშრომელი კორტზე: პადელის მეოთხე ტურნირი აპგეიმინგში

სპორტი Upgaming-ის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. კომპანიაში უკვე პადელის მეოთხე შიდა ტურნირი ჩატარდა და, როგორც ჩანს, თანამშრომლების ინტერესი ამ სპორტის მიმართ მხოლოდ იზრდება.

September 25, 2026