Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

რევაზ კორძაია

June 25, 2026 | Talent Spotlight

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

– რეზი, როგორ მოხვდი Talent Growth პროგრამაში? იყო რამე კონკრეტული ნიშანი, რომ ეს შენი ადგილი იყო?

პროგრამის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე. სიმართლე გითხრათ, როგორც კი დეტალებს გავეცანი, ვიგრძენი, რომ მთელი ჩემი აქამდე გავლილი გზა სწორედ აქ მოსასვლელად მამზადებდა. თითქოს, როცა მიზანი და შესაძლებლობა ერთმანეთს დაემთხვა.

– პირველი დღე აპგეიმინგში: მოლოდინი vs რეალობა. რა დაგხვდა ისეთი, რასაც საერთოდ არ ელოდი?

ზოგადად, პოზიტიური მოლოდინები მქონდა, მაგრამ რეალობა წარმოუდგენელი აღმოჩნდა. საერთოდ არ ველოდი, რომ გარემო ასეთი დაუჯერებლად კარგი იქნებოდა.

– Backend-ში ხშირად ჩნდება ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციები. რა იყო ყველაზე რთული დავალება, რომელიც აქამდე შეგხვდა?

ყველაზე დიდ გამოწვევად Bot Detection-ის ინტეგრაცია იქცა. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ შედეგი მხოლოდ ჩემს კოდზე არ იყო დამოკიდებული, საჭირო იყო სხვა გუნდებთან მუდმივი სინქრონი და სწორი კომუნიკაცია. მხოლოდ დეტალური რისერჩის, ნებისყოფისა და გუნდური მუშაობის შედეგად შევძელით საუკეთესო გამოსავლის პოვნა.

– ვინ იყო შენი მენტორი და რა იყო მისი ყველაზე ღირებული რჩევა?

ჩემი მენტორი ნიკა (კოლა) პეტრიაშვილი იყო. მისგან მიღებული ყოველი რჩევა ღირებულია, რადგან ნიკა ყოველთვის პრაქტიკული და სისტემური კუთხით მიდგომას გვასწავლის.

– რა „სუპერძალა“ აღმოაჩინე საკუთარ თავში პროგრამის დაწყების შემდეგ?

აღმოვაჩინე, რომ ძალიან მიყვარს რთული, ერთი შეხედვით „შეუძლებელი“ ამოცანები. ის მომენტი, როცა სხვა ყველაფერი მეორე პლანზე გადადის და მხოლოდ პრობლემა რჩება ჩემ წინ. Bot Detection-ზე მუშაობისას ეს განსაკუთრებით გამოჩნდა, ბევრი ჩიხი იყო, მაგრამ დანებება არ მინდოდა. ჩემი სუპერძალა სწორედ „უკან არ დახევაა“. თუმცა, ისიც ვისწავლე, რომ ყოველთვის ყველაზე რთული გზა არ არის საუკეთესო – მთავარი ბალანსის პოვნაა.

– პროგრამა უკვე დაასრულე და გუნდის ნაწილი ხარ. რა არის შენი შემდეგი მიზანი?

ვგრძნობ, რომ უკვე სრულფასოვნად გავხდი გუნდის წევრი. დამოუკიდებლად მუშაობის უნარი შევიძინე და სისტემაც ზედმიწევნით შევისწავლე. ახლა სისტემური არქიტექტურის გაღრმავებას ვაგრძელებ. პარალელურად, ტრენინგებისა და პირადი კომუნიკაციების დახმარებით, Soft Skill-ების დახვეწაზეც ვმუშაობ.

– რა არის ისეთი რამ, რაც ძალიან კარგად გამოგდის, მაგრამ შენს CV-ში არასდროს ეწერება?

ბევრი ასეთი რამ არის, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად წერა. კოდის გარდა, ტექსტებთან მუშაობაც კარგად გამომდის.

– და ბოლოს, რა იყო ბოლო რამ, რაც პირველად გააკეთე ცხოვრებაში?

სულ ცოტა ხნის წინ პირველად ვიცურე ნავით. საინტერესო გამოცდილება იყო!

ბლიც კითხვები:

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026

აპგეიმინგის „რა? სად? როდის?“ მეორე ჩემპიონატის გამარჯვებულები ბროლის ბუს ჯილდოთი

აქტივობები

„რა? სად? როდის?“ მეორე სეზონი აპგეიმინგში

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება აპგეიმინგში შიდა აქტივობებით განსაკუთრებულად დატვირთულია და ჩვენი კალენდარი სხვადასხვა ივენთებითაა სავსე, არის ტრადიციები, რომლებსაც ყველა დიდი ენთუზიაზმით ელოდება. აპგეიმინგის პირველი „რა? სად? როდის?“ იმდენად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რომ ლეგენდარული ინტელექტუალური თამაში ახალი სეზონით ოფიციალურად დაბრუნდა.

June 13, 2026