Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

Shine Awards: ახალი ტრადიცია აპგეიმინგის ოფისში

March 1, 2026 | ლაინაფი

აპგეიმინგის თანამშრომლები პირველი Shine Awards-ის ფარგლებში დაჯილდოებული კოლეგების წარმატებას აღნიშნავენ

გულახდილად ვთქვათ, როცა საქმე ბევრია და ტემპი - სწრაფი, ხშირად გვავიწყდება იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც რთულ პროცესებს გვიმსუბუქებენ. ზუსტად ამიტომ ოფისში ახალი ინიციატივა, Shine Awards დავნერგეთ - უკვე გვაქვს მიზეზი, რომ მცირე ხნით შევჩერდეთ და მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც აპგეიმინგს უბრალო სამსახურზე მეტად აქცევს.

რა არის Shine Awards?

სამ თვეში ერთხელ, ჩვენს ლაინაფში იმ კოლეგებს გამოვარჩევთ, რომლებმაც ამ პერიოდში რაღაც განსაკუთრებული გააკეთეს. აქ მთავარი მხოლოდ მშრალი შედეგები არ არის, არამედ ის თვისებები, რაც ერთ გუნდად გვკრავს: თანამშრომელი, რომელიც ყველაზე რთულ მომენტში ამოგიდგება მხარში; ადამიანი, რომელიც სრულიად მოულოდნელ და გენიალურ გამოსავალს იპოვის, ან უბრალოდ ის, ვისი პოზიტივიც მთელ დეპარტამენტს მუშაობის ხალისს უბრუნებს.

პირველი დაჯილდოებულები

პირველივე დაჯილდოებაზე ბევრი ნომინანტი გვყავდა და მივხვდით, ერთმანეთის მიმართ ბევრი კარგი სათქმელი დაგვიგროვდა. მადლობებს ყველგან შეხვდებოდით: დაწყებული რთული ტექნიკური ამოცანების ამოხსნით, დამთავრებული იმ ადამიანის დაფასებით, ვინც „კრიტიკულ სიტუაციაში სიმშვიდეს ინარჩუნებს და სხვებსაც ამშვიდებს“.

ყველა ნომინანტს ვულოცავთ - თქვენ მართლა მაგალითი მოგვეცით და ძალიან გაგვიხარდა თქვენი წარმატება!

რატომ ვაკეთებთ ამას?

საბოლოო ჯამში, ნებისმიერ ტექნოლოგიას ის ხალხი ქმნის, ვინც მის უკან დგას. Shine Awards საშუალებას გვაძლევს, რომ არცერთი მონდომებით გაკეთებული საქმე არ დარჩეს შეუმჩნეველი. ეს ინიციატივა კარგი მიზეზია ერთმანეთის დასაფასებლად და იმ გარემოს შესანარჩუნებლად, სადაც მუშაობა გვიხარია.

ასე გააგრძელეთ! უკვე ინტერესით ველოდებით, ვინ გახდება შემდეგი კვარტლის რჩეული.

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Spotlight

რევაზ კორძაია

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

June 25, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026