Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

აპგეიმინგში პადელის მეორე ტურნირი გაიმართა

August 3, 2025 | აქტივობები

აპგეიმინგის პადელის მეორე ტურნირის გამარჯვებულები თასითა და ფულადი პრიზით

თუ ხუთშაბათობით ჩვენს ოფისში გამოივლით, აუცილებლად გაიგონებთ გარჩევებს იმაზე, თუ ვისი „სმეში“ იყო უკეთესი ან რატომ ვერ მოვახერხეთ იმ ერთი ბურთის მოგერიება. პადელმა აპგეიმინგი მალე დაიპყრო. მართალია, ყოველ კვირას ვთამაშობთ, მაგრამ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, მასშტაბური ტურნირი მოგვეწყო და შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა.

კორტზე 27 გუნდი გამოვიდა, სულ 54 თანამშრომელი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, გამოცდილი მოთამაშე იყავი თუ ჩოგანი პირველად გეჭირა ხელში - ყველა ბოლომდე იბრძოდა.

თამაში კორტს მიღმა

ყველაზე სასიამოვნო სანახავი მაინც გულშემატკივრები იყვნენ. მათ, ვინც არ თამაშობდა, ნამდვილი სპორტული გარემო შექმნეს კორტების გარშემო. მათი ემოციები მოთამაშეებს ძალას აძლევდა, რომ ყველაზე რთულ ბურთებზეც ეთამაშათ. ასეთი მომენტები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მაგარი გუნდი ვართ.

ლეგენდარული „მესამე ტაიმი“

ტურნირი ფინალური ქულით არ დასრულებულა. ჩოგნები გვერდზე გადავდეთ და დღის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, „მესამე ტაიმზე“ გადავედით. ერთად აღვნიშნეთ გამარჯვება და ყველა საინტერესო მომენტი კიდევ ერთხელ განვიხილეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგო თასი და ვინ პირველივე წრეში გამოეთიშა თამაშს, ბოლოს მაინც ყველა გამარჯვებული იყო.

როდის იქნება შემდეგი?

ჯერჯერობით ზამთრის სიცივე გვაფერხებს, მაგრამ როგორც კი გაზაფხული მოვა და ამინდები გამოკეთდება, ისევ კორტზე შევხვდებით. გვჯერა, პადელის მესამე ჩემპიონატი აპგეიმინგში კიდევ უფრო დიდი და ხმაურიანი იქნება!

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Spotlight

რევაზ კორძაია

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

June 25, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026