Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

კომუნიკაციის ხელოვნება: ახალი ნაბიჯები ჩვენი სტაჟიორებისთვის

May 16, 2026 | განვითარება

აპგეიმინგის სტაჟიორები კომუნიკაციის უნარების განვითარების ვორქშოფზე

კარიერული წინსვლა პირველ რიგში, ადამიანებთან საერთო ენის პოვნის ხელოვნებაა. სწორედ ამ უნარის გასავითარებლად ჩვენმა L&D მენეჯერმა სტაჟიორებისთვის სპეციალური ვორქშოფი, „კომუნიკაციის ხელოვნება“ ჩაატარა, რომელიც ინფორმაციის გაცვლაზე ბევრად მეტს, ურთიერთობების ფსიქოლოგიას შეეხო.

სესია დაიწყო მთავარი აქცენტით: როგორ ვაქციოთ უბრალო საუბარი ეფექტურ კომუნიკაციად. სტაჟიორებმა განიხილეს მერაბიანის ფორმულა და ნახეს, რომ სიტყვები მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც სხვები ჩვენგან აღქვამენ – სხეულის ენასა და ხმის ტონს ხშირად გაცილებით დიდი წონა აქვს. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ ცვლის ჩვენი სუბიექტური ხედვა რეალობის აღქმას.

ვორქშოფის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იმ ფარულ ბარიერებს, რომლებიც ხელს გვიშლის ღიაობაში. განვიხილეთ პროექციის, ინტროექციისა და სტერეოტიპების გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე. სტაჟიორებმა ისწავლეს, როგორ მართონ წინასწარი განწყობები და როგორ აირიდონ თავიდან კოგნიტური დისონანსი, როდესაც რეალობა მათ მოლოდინებს არ ემთხვევა.

ეფექტური კომუნიკაცია, პირველ რიგში, მოსმენის უნარია. სტაჟიორებმა გაიარეს აქტიური მოსმენის ოთხი საფეხური: დადასტურებიდან ქმედებამდე. მათ ასევე კითხვების ხის (Decision Tree) პრინციპი აითვისეს, რაც ეხმარებათ ინფორმაციის სწორად ფილტრაციაში და დიალოგის მართვაში ღია, დახურული თუ ალტერნატიული კითხვების მეშვეობით.

სესია დავასრულეთ ნეგატიური ფრაზების ტრანსფორმაციითა და ასერტულობის შესწავლით - უნარით, დაიცვა საკუთარი პოზიცია კოლეგებთან ურთიერთობის ეთიკის დარღვევის გარეშე. ეს ვორქშოფი კიდევ ერთი ნაბიჯია აპგეიმინგის ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებისკენ, სადაც კომუნიკაცია არა მხოლოდ სამუშაო პროცესი, არამედ ერთმანეთთან დაკავშირების ხელოვნებაა.

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Spotlight

რევაზ კორძაია

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

June 25, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026