Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

„რა? სად? როდის?“ მეორე სეზონი აპგეიმინგში

June 13, 2026 | აქტივობები

აპგეიმინგის „რა? სად? როდის?“ მეორე ჩემპიონატის გამარჯვებულები ბროლის ბუს ჯილდოთი

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება აპგეიმინგში შიდა აქტივობებით განსაკუთრებულად დატვირთულია და ჩვენი კალენდარი სხვადასხვა ივენთებითაა სავსე, არის ტრადიციები, რომლებსაც ყველა დიდი ენთუზიაზმით ელოდება. აპგეიმინგის პირველი „რა? სად? როდის?“ იმდენად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რომ ლეგენდარული ინტელექტუალური თამაში ახალი სეზონით ოფიციალურად დაბრუნდა.

ამჯერად ჩემპიონატი ბევრად უფრო მასშტაბური და აზარტული აღმოჩნდა. სათამაშო მაგიდების ირგვლივ 16 გუნდი და 100-მდე თანამშრომელი გაერთიანდა, რომლებმაც ყოველდღიური საოფისე რუტინა სრულფასოვან ინტელექტუალურ ბრძოლად აქციეს. რაც მთავარია, კვლავ გვყავდა სპეციალურად მოწვეული „ბატონი წამყვანი“, რომელმაც თამაშს ნამდვილი, ავთენტური ატმოსფერო შემატა.

rsr 1.png

დარბაზში ნამდვილი ემოციური აფეთქება იყო. წამები გადაწყვეტილების მისაღებად, წუთიანი გუნდური მსჯელობა, კამათი, ლოგიკური ჯაჭვის ძიება და ის უსაზღვრო სიხარული, რომელიც ყოველ სწორ პასუხს და „ბროლის ბუს“ მოახლოებას ახლდა თან.

ეს ივენთი არის საუკეთესო სივრცე იმისთვის, რომ გამოვცადოთ ჩვენი კრიტიკული აზროვნება, გავაძლიეროთ გუნდურობა და შევქმნათ ისეთი საერთო მოგონებები, რომლებიც სამუშაო საათებსა და პროექტებს მიღმა გვაერთიანებს.

rsr2.png

საღამოს დასასრულს, დაძაბული ფინალის შემდეგ, გამარჯვებულებმა დამსახურებული პრიზები და რა თქმა უნდა, ბროლის ბუ მიიღეს. თუმცა, მთავარი მოგება მაინც ის საოცარი ენერგია აღმოჩნდა, რომლითაც მთელი გუნდი დაიმუხტა.

აპგეიმინგის ინტელექტუალურმა კლუბმა კიდევ ერთი სეზონი წარმატებით დაასრულა, ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საუკეთესო ტექნოლოგიური პროდუქტების მიღმა დგას გუნდი, რომელსაც საერთო ინტერესები, დაუვიწყარი ემოციები და სამუშაოს მიღმა გაზიარებული ისტორიები აერთიანებს.

მომავალ თამაშამდე!

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Spotlight

რევაზ კორძაია

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

June 25, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026