აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.
Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად
September 3, 2026 | აქტივობები

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ერთი თვე ჰქონდათ, რათა საკუთარი ჩანაფიქრები სრულყოფილ კონცეფციებად ექციათ. პროცესი როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ მუშაობას მოიცავდა და აფგეიმინგის დეპარტამენტების სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს საერთო იდეების გარშემო აერთიანებდა.
ამ გამოცდილებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარ იდეებზე პრაქტიკულად ემუშავათ, გაეზიარებინათ ცოდნა და ამავდროულად შეექმნათ სივრცე პროფესიული განვითარებისთვის.

საწყის ეტაპზე კომპანიის მასშტაბით 50-ზე მეტი საინტერესო განაცხადი დარეგისტრირდა. დეტალური შეფასების შემდეგ, ჟიურის წინაშე პრეზენტაციით წარსადგენად რჩეული პროექტები შეირჩა, სადაც ავტორებმა საკუთარი ინიციატივების პოტენციალი და სტრატეგიული მნიშვნელობა დაიცვეს.
Idea Fest-ის მთავარი ღირებულება მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა არ არის. 3 საუკეთესო პროექტის ავტორი, ფინანსურ ჯილდოსთან ერთად, მიიღებს კომპანიის მხარდაჭერას, რათა ეს ინიციატივები Upgaming-ის ყოველდღიურ პროცესებსა თუ პროდუქტებში ინტეგრირდეს.

Idea Fest-ის პირველი სეზონი გუნდის მაღალი ჩართულობითა და პროდუქტიული შედეგებით დასრულდა. შერჩეული პროექტების განხორციელების პარალელურად, უკვე პროექტის მომდევნო ეტაპისთვის ვემზადებით.
Related stories

Talent Spotlight
რევაზ კორძაია
Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.
June 25, 2026

Employee Spotlight
ნიკა სირაძე
ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.
June 15, 2026

აქტივობები
„რა? სად? როდის?“ მეორე სეზონი აპგეიმინგში
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება აპგეიმინგში შიდა აქტივობებით განსაკუთრებულად დატვირთულია და ჩვენი კალენდარი სხვადასხვა ივენთებითაა სავსე, არის ტრადიციები, რომლებსაც ყველა დიდი ენთუზიაზმით ელოდება. აპგეიმინგის პირველი „რა? სად? როდის?“ იმდენად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რომ ლეგენდარული ინტელექტუალური თამაში ახალი სეზონით ოფიციალურად დაბრუნდა.
June 13, 2026





