Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

აპგეიმინგის პირველი ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“

December 10, 2025 | აქტივობები

Upgaming employees competing in the company’s first What? Where? When? intellectual championship

არაფერი ისე არ აერთიანებს გუნდს, როგორც მეგობრული შეჯიბრი. ცოტა ხნის წინ, ჩვენი საკუთარი „რა? სად? როდის?“ ჩავატარეთ და სიმართლე გითხრათ, იმაზე ბევრად აზარტული გამოდგა, ვიდრე ველოდით.

როგორ ვემზადებოდით

სანახევროდ არაფერს ვაკეთებთ - თუ თამაშია, ბოლომდე თამაში იყოს. სულ 10 გუნდი შეიკრიბა, თითოეულში 6 მოთამაშე, ზუსტად ისე, როგორც კლასიკურ ფორმატშია მიღებული. თამაშის წაყვანა კი თავად ლეგენდარულ „ბატონ წამყვანს“ ვთხოვეთ.

იმ ცნობილი ხმის გაგონებამ დარბაზში მაშინვე სხვა მუხტი შემოიტანა. ყველას გვინდოდა, რომ სწორი პასუხის შემდეგ ის ნანატრი შექება დაგვემსახურებინა.

ერთი წუთი ფიქრისთვის

წარმოიდგინეთ დარბაზი, სადაც 60 ადამიანი ერთდროულად ცდილობს რაღაც მივიწყებული ისტორიული ფაქტის გახსენებას ან ლოგიკური თავსატეხის ამოხსნას. იყო ყველაფერი: ცხარე კამათი, ბოლო წამზე გაცემული სწორი პასუხები და ის საოცარი სიჩუმე, რომელიც პასუხის მოლოდინში ისადგურებს ხოლმე.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენს გუნდს რთული ამოცანების ამოხსნა არამხოლოდ მუშაობისას, არამედ თამაშის დროსაც კარგად გამოსდის. სწორედ ასეთი საერთო გამოცდილებები აყალიბებს აპგეიმინგის ლაინაფის კულტურას და კიდევ უფრო აერთიანებს ჩვენს გუნდს.

გამარჯვებულები და საჩუქრები

სიმბოლური საჩუქრები ყველამ მიიღო, თუმცა გამარჯვებულ გუნდს განსაკუთრებული პრიზები ერგო, იმ სტატუსთან ერთად, რომელიც მომდევნო ტურნირამდე მათთან დარჩება.

მაგრამ მთავარი მაინც ის ემოცია იყო, რაც თამაშის შემდეგ დაგვრჩა: სხვადასხვა დეპარტამენტის წევრები ერთად ვფიქრობდით, ვერთობოდით და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს გვერდით არაერთი „ფარული გენიოსი“ მუშაობს.

ვიმედოვნებთ, რომ ინტელექტუალური შეჯიბრის მეორე სეზონი კიდევ უფრო მასშტაბური, საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება.

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Spotlight

რევაზ კორძაია

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

June 25, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026