ჩვენს ივენთების კალენდარში სპორტული აზარტისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. შესაბამისად კომპანიაში პადელის მესამე, ყველაზე მასშტაბურმა ტურნირმაც არ დააყოვნა. ეს დინამიური სპორტი უკვე დიდი ხანია გუნდის ერთ-ერთი ფავორიტია.
აპგეიმინგში პადელის მესამე ჩემპიონატი გაიმართა
June 5, 2026 | აქტივობები

კომპანიაში ოფიციალურად არსებობს პადელის შიდა კლუბიც, სადაც თანამშრომლები კვირის განმავლობაში რეგულარულად თამაშობენ, თუმცა უკვე ტრადიციული ჩემპიონატი სრულიად განსხვავებულ მუხტსა და მოლოდინს აჩენს.
მოთამაშეების რაოდენობა და ინტერესი პადელის მეორე ტურნირის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ამჯერად კორტებზე ანშლაგი გვქონდა, ერთმანეთს 38 წყვილი დაუპირისპირდა.

ტურნირი დრამატული ფინალური მატჩებით გამოირჩეოდა, სადაც ტოპ 3 საუკეთესო წყვილი გამოვლინდა. აპგეიმინგმა გამარჯვებულებისთვის დამსახურებული ფულადი ჯილდოებიც დააწესა: პირველი ადგილის მფლობელებს 5 000₾ გადაეცათ, მეორე ადგილზე გასულ წყვილს - 3 000₾, ხოლო მესამე ადგილის მფლობელებს 2 000₾ შეხვდათ. თუმცა, ფულად პრიზებზე მეტად, მოედანზე მოპოვებული ჩემპიონის სტატუსი და ის დაუვიწყარი ემოციები ფასობდა, რომელიც ამ დღეებმა მთელ გუნდს აჩუქა.

ჩვენთვის მსგავსი შიდა ჩემპიონატები საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი კონკურენციისთვის, გუნდური სულისკვეთების გაძლიერებისთვის და იმის გააზრებისთვის, რომ კორტებზე მიღებული შეთამაშება და ერთმანეთის უსიტყვოდ გაგება ყოველდღიურ სამუშაო პროცესშიც აისახება. აპგეიმინგის პადელის მესამე ტურნირი დასრულდა – მომავალ სპორტულ გამოწვევებამდე!
Related stories

აქტივობები
Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად
აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.
September 3, 2026

Talent Spotlight
რევაზ კორძაია
Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.
June 25, 2026

Employee Spotlight
ნიკა სირაძე
ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.
June 15, 2026





