Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

დიდი დღესასწაული პატარა სტუმრებისთვის: 1 ივნისი აპგეიმინგში

June 2, 2026 | აქტივობები

Children celebrating International Children’s Day at the Upgaming office

ჩვეულებრივ დღეებში აპგეიმინგის ოფისში საქმიანი ატმოსფეროა, თუმცა 1 ივნისს ყველაფერი ცოტათი შეიცვალა. ბავშვთა დაცვის დღეს ტრადიცია არ დაგვირღვევია, თანამშრომლების შვილებს ვუმასპინძლეთ და ოფისი ერთბაშად 100-ზე მეტი პატარა სტუმრის პოზიტიურმა ქაოსმა შეავსო.

ბავშვებს ხომ ყოველთვის აინტერესებთ, სად მიდიან მშობლები ყოველ დილით. ამჯერად მათ არა მხოლოდ დაათვალიერეს ჩვენი სამუშაო გარემო, ოფისი დიდ შემოქმედებით ზონებად გადაიქცა, სადაც პატარები მუშაობის ნაცვლად თამაშის და ერთობლივი გართობის სრულიად ახალ რეჟიმს გვკარნახობდნენ.

Coll 1 2.png

დღის განმავლობაში ჩვენს პატარა სტუმრებს მოსაწყენად დრო არ დარჩენიათ. სივრცე შემოქმედებითმა ვორქშოპებმა, საყვარელმა ანიმატორებმა, სახალისო თამაშებმა და ფერადმა გასართობმა ინსტალაციებმა დაიკავა. ყველა კუთხიდან ისმოდა სიცილი, ახალი აღმოჩენების ჟრიამული და დაუსრულებელი კითხვები, რამაც მთელ გუნდს ენერგია და განსხვავებული მუხტი მისცა.

Coll 2 2.png

გვჯერა, რომ საუკეთესო პროდუქტების შექმნასთან ერთად, აპგეიმინგის იდენტობის მთავარი ძალა ადამიანურ ღირებულებებსა და ოჯახურ სითბოშია. ბავშვთა დაცვის დღე ჩვენთვის საუკეთესო შეხსენებაა, თუ რა არის ყველაზე ძვირფასი – ჩვენი პატარების გულწრფელი სიცილი და მომავალი. დღის ბოლოს, ოფისი ცოტათი დაიღალა, მაგრამ დატოვა ბევრი ემოცია და მოლოდინი მომავალ 1 ივნისამდე, როცა აპგეიმინგის კიდევ უფრო გაზრდილ ოჯახს კვლავ ერთად ვუმასპინძლებთ!

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Spotlight

რევაზ კორძაია

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

June 25, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026