გიორგის კარიერა აპგეიმინგში 6 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ არაერთი საფეხური გაიარა, Fraud Agent-ობიდან მენეჯერულ პოზიციამდე. დღეს გიორგი ლოკალურთან ერთად, აპგეიმინგის გლობალური ბრენჩების რისკების მართვაშიცაა ჩართული.
გიორგი თხელიძე
April 15, 2026 | Employee Spotlight

– გიორგი, Upgaming შენი პირველი „ოფიციალური“ სამსახურია. რა იყო ის მომენტი, რომელმაც ყველაზე მეტად შეგცვალა?
ჩემი ცხოვრება ყველაზე მეტად პირველმა ხელფასმა და იმ დამოუკიდებლობის შეგრძნებამ შეცვალა, რომელიც ამ პროცესს ახლავს. სწორედ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.
– მეგობარს როგორ აუხსნიდი, რას აკეთებ Upgaming-ში სინამდვილეში?
ვეტყოდი, რომ ვხელმძღვანელობ აპგეიმინგის დეპარტამენტებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორი ბრენდების მომხმარებლებს ემსახურებიან. ჩვენი მიზანი მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა. ამასთან ერთად, ჩაბარებული მაქვს გლობალური ოპერაციებიც. ჩემი საქმის განუყოფელი ნაწილი ამ ორივე მიმართულებით რისკების მართვაა.
– რისკების მართვაზე რა მითი გსმენია ყველაზე ხშირად?
ხშირად ჰგონიათ, რომ ამ პოზიციაზე მუშაობა ნიშნავს, ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდე. სინამდვილეში, ეს პროცესების ოპტიმიზაცია და პრევენციაა და არა უნდობლობა.
– ამ პროფესიული კუთხით რომ შევხედოთ - რომელიმე ისტორიული ან მითოლოგიური მოვლენის Risk Assessment-ი რომ შეგეძლოს, რომელს შეცვლიდი?
ტროაში ჩემი პოზიციის ანალოგი „თანამდებობა“ რომ ყოფილიყო, ხის ცხენის ქალაქში შეყვანის იდეას აუცილებლად დავბლოკავდი!
– რა არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც უკვე 6 წელია Upgaming-ის გუნდში ხარ?
ყველაზე მეტად გამაკვირვა კომპანიის მუდმივმა სურვილმა, რომ თანამშრომლებს პროგრესის საშუალება მისცეს და ამაში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. ეს მხარდაჭერა ჩემს Career Path-ზეც ნათლად აისახა.
– რა არის ის უნარი, რომელიც შენს საქმეში ყველაზე მეტად გეხმარება?
ცალსახად, კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი. რისკებისა და ოპერაციების მართვისას სწორი კომუნიკაცია ნახევარი საქმეა.
– რეალურ ცხოვრებაში რომელი პროცესის „ოპტიმიზაციას“ გააკეთებდი დიდი სიამოვნებით?
ცალსახად საცობების.
– რა იყო შენს კარიერაში ყველაზე რთული „უხილავი” ბარიერი?
მენეჯერის პოზიციიდან პირველი უარყოფითი ფიდბექის გაცემა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სანერვიულო მომენტი იყო, თუმცა ამ ბარიერის გადალახვამ ის თავდაჯერება მომცა, რომელიც დღეს მჭირდება.
– შენი იდეალური სამუშაო დღე როგორია?
იდეალურია დღე, რომლის ბოლოსაც ვგრძნობ, რომ პროდუქტიული ვიყავი. სწორედ ეს პროდუქტიულობა მანიჭებს ყველაზე დიდ კმაყოფილებას.
– დღეში ერთხელ “Undo“ ღილაკის გამოყენება რომ შეგეძლოს, რა დროს დააჭერდი ხოლმე?
სოციალური ქსელების სქროლვაში დაკარგულ დროს დავიბრუნებდი და უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებდი. ჩემი აზრით, ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
– რა გაძლევს მოტივაციას იმ დღეებში, როცა ყველაფერი გეზარება?
დასახული მიზნები და იმ ადამიანებზე ფიქრი, ვისაც ჩემი იმედი აქვს. პასუხისმგებლობა საუკეთესო მოტივატორია.
– და ბოლოს, დაასრულე წინადადება: “Life at Upgaming feels like...“
Constant development.
Related stories

აქტივობები
Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად
აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.
September 3, 2026

Talent Spotlight
რევაზ კორძაია
Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.
June 25, 2026

Employee Spotlight
ნიკა სირაძე
ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.
June 15, 2026



