Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

ნანა კვირკველია

May 17, 2026 | Talent Spotlight

ნანა კვირკველია, SEO სპეციალისტი და აპგეიმინგის Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

აპგეიმინგის Talent Growth პროგრამაში დამწყები ტალანტები გამოცდილი მენტორების დახმარებით რეალურ სამუშაო პროექტებში ერთვებიან. ნანა კვირკველიამაც ეს გზა წარმატებით გაიარა და დღეს უკვე აპგეიმინგის ლაინაფის სრულუფლებიანი წევრია

– ნანა, როგორ მოხვდი Talent Growth პროგრამაში? იყო რამე კონკრეტული მომენტი, როცა თქვი: „აი, აქ უნდა ვიყო“?

იმ პერიოდში, როცა Talent Growth-ის შესახებ გავიგე, უკვე აქტიურად ვმუშაობდი ჩემი სქილების განვითარებაზე. როგორც კი კომპანიას და პროგრამის პირობებს გავეცანი, მივხვდი, რომ მსგავსი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება უბრალოდ არ შეიძლებოდა. ინტუიციამ არ მიღალატა და მართალი აღმოვჩნდი!

– პირველი დღე აპგეიმინგში: მოლოდინი vs რეალობა. რა დაგხვდა ისეთი, რასაც საერთოდ არ ელოდი?

გულწრფელად რომ გითხრათ, სტრესულ და „ზე-ოფიციალურ“ გარემოს ველოდი, სადაც ყველა ზედმეტად სერიოზული სახით ივლიდა, მაგრამ რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა, ძალიან მეგობრული და კომფორტული ატმოსფერო დამხვდა, სადაც თავი მაშინვე შინაურად ვიგრძენი.

– SEO ხშირად დიდ მონაცემებთან ასოცირდება. რა იყო ყველაზე შრომატევადი დავალება, რომელიც აქამდე შეგხვდა?

ყველაზე მეტი დრო ბექლინკების ძიებას დავუთმე. ცოტა დეტექტიურ სამუშაოს ჰგავს: ჯერ კონკურენტების მოძიება, შემდეგ მათი ბექლინკების „ამოქექვა“, თითოეული საიტის ტრაფიკისა და კონტენტის ხარისხის შემოწმება... საბოლოო ბაზის გამართვას დიდი ენერგია დასჭირდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა.

– მენტორთან ურთიერთობა პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ვინ იყო შენი მენტორი და რა იყო მისი ყველაზე ღირებული რჩევა?

ჩემი მენტორი ნიკო სამხარაძე იყო. მისი მთავარი რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, არის: ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა გქონდეს „ბექაფი“. ეს არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში, არამედ ზოგადად, ნებისმიერ სიტუაციაში გეხმარება.

– რა „სუპერძალა“ აღმოაჩინე საკუთარ თავში პროგრამის დაწყების შემდეგ?

დროის მენეჯმენტი. როცა ბევრი საინტერესო დავალება გაქვს, სწავლობ, როგორ გადაანაწილო რესურსები ისე, რომ ყველაფერი მოასწრო.

– წარმოიდგინე, რომ Google-ის ალგორითმი ადამიანია. რას აჩუქებდი დაბადების დღეზე მისი გულის მოსაგებად?

ალბათ ყველაფერს, რაც გამაჩნია! SEO-ში ხომ ყველაფერი Google-ის „კეთილგანწყობაზეა“ დამოკიდებული.

– შენი სახელი და გვარი Keyword რომ იყოს, რა ინფორმაცია გინდა, რომ ამოვარდეს პირველ გვერდზე?

„ადამიანი, რომელსაც შეუძლია იდეების რეალურ შედეგებად გადაქცევა და არ ეშინია ახალი გამოწვევების“.

– და ბოლოს, რა იყო ბოლო რამ, რაც პირველად გააკეთე ცხოვრებაში?

სულ ახლახან მქონდა Talent Growth-ის გამოსაშვები ცერემონია. მანტია მეცვა და ტრადიციულად, ქუდიც ავაგდე ჰაერში.

ბლიც კითხვები

Related stories

Upgaming Idea Fest jury members reviewing participants’ presentations.

აქტივობები

Idea Fest: აფგეიმინგის ახალი შიდა ინიციატივა ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

აფგეიმინგის კულტურის ფუნდამენტური ნაწილი გუნდის წევრების ინიციატივებისა და კრეატიული აზროვნების წახალისებაა. ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა Idea Fest, შიდა პროექტი, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხედვებისა თუ ბიზნეს იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მთავარი მიზანი კი ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერაა.

September 3, 2026

რევაზ კორძაია, აპგეიმინგის Backend Developer და Talent Growth პროგრამის კურსდამთავრებული

Talent Spotlight

რევაზ კორძაია

Talent Growth პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევებთან შეჭიდების არ ეშიანიათ. რევაზ კორძაია სწორედ ასეთი აღმოჩნდა. Backend Developer-ი, რომლისთვისაც „შეუძლებელი“ დავალება მორიგი საინტერესო ამოცანაა.

June 25, 2026

nika cover 1x 715ff817b3

Employee Spotlight

ნიკა სირაძე

ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.

June 15, 2026