Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი
აფგეიმინგი

ოქტობერფესტი აპგეიმინგში: ახალი ტრადიციის დასაწყისი

October 2, 2026 | ღონისძიებები

აპგეიმინგის პირველ ოქტობერფესტზე Beer Pong-ის თამაში ბავარიულ კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანების გარემოცვაში.

აპგეიმინგის ღონისძიებების კალენდარს წელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა შეემატა, კომპანიაში პირველი ოქტობერფესტი მოეწყო.

სამუშაო დღის მიწურულს აპგეიმინგის ოფისის ეზო ბავარიულ სივრცედ გადაიქცა: ცივმა ლუდმა, ჰოთდოგებმა, ლუდის სნექებმა და თანამშრომლებთან ერთად განსხვავებულად გატარებულმა დრომ სამუშაო დღისგან განსხვავებული გარემო შექმნა.

upgaming oktoberfest.jpg

რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი თამაშებისა და შეჯიბრებების გარეშე არ ჩაგვიტარებია. საკუთარი ძალები სხვადასხვა აქტივობაში მოვსინჯეთ, თუმცა ყველაზე მეტი ყურადღება Beer Pong-მა მიიქცია. თამაშის მაგიდასთან გუნდები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, სანამ გამარჯვებული წყვილი გამოვლინდებოდა. პირველმა ოქტობერფესტმა ჩვენს ეზოში ბევრი მონაწილე და არაერთი სახალისო მომენტი გააერთიანა და კიდე ერთხელ გვაჩვენა, რომ საერთო ინტერესები და ერთად გატარებული დრო გუნდს კიდევ უფრო აახლოებს. თუ წლევანდელი ღონისძიებით ვიმსჯელებთ, ამ ტრადიციის გაგრძელებას ნამდვილად აქვს პერსპექტივა.

Related stories

აპგეიმინგის თანამშრომლები ჰელოუინის კოსტუმებში, კომპანიის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, ჰელოუინის დეკორაციების ფონზე.

ღონისძიებები

ჰელოუინი აპგეიმინგში: ტრადიცია გრძელდება

ჰელოუინი Upgaming-ში იმ ღონისძიებებს შორისაა, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი განსაკუთრებით ემზადება. ყოველ წელს ვხედავთ უფრო საინტერესო კოსტუმებს, მოულოდნელ პერსონაჟებსა და კრეატიულ იდეებს. გამონაკლისი არც წლევანდელი ჰელოუინი ყოფილა.

November 3, 2026

აპგეიმინგის თანამშრომლები პადელს თამაშობენ კომპანიის მეოთხე შიდა ტურნირის მიმდინარეობისას.

აქტივობები

80 თანამშრომელი კორტზე: პადელის მეოთხე ტურნირი აპგეიმინგში

სპორტი Upgaming-ის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. კომპანიაში უკვე პადელის მეოთხე შიდა ტურნირი ჩატარდა და, როგორც ჩანს, თანამშრომლების ინტერესი ამ სპორტის მიმართ მხოლოდ იზრდება.

September 25, 2026

აპგეიმინგის თანამშრომლები პოკერის მაგიდასთან კომპანიის შიდა ტურნირის მიმდინარეობისას.

ღონისძიებები

პოკერის შიდა ტურნირი აპგეიმინგში: სტრატეგია, აზარტი და ემოციები

სტრატეგიული აზროვნება, აზარტი და ინტელექტი პოკერის განუყოფელი ნაწილია. ფაქტია, აფგეიმინგის ლაინაფს არცერთი აკლია, რადგან კომპანიის შიდა პოკერის ტურნირში 100-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.

September 10, 2026