აპგეიმინგში პროფესიული ზრდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. გვჯერა, რომ ყველაზე ღირებული ცოდნა სწორედ გუნდის შიგნით არსებობს, ამიტომ Upskill კამპანიის ფარგლებში ვატარებთ შეხვედრების სერიას: „გაუზიარე და გაიზიარე ცოდნა“.
ავტორი: საბა მაისურაძე | August 18, 2026 | განვითარება

აპგეიმინგში პროფესიული ზრდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. გვჯერა, რომ ყველაზე ღირებული ცოდნა სწორედ გუნდის შიგნით არსებობს, ამიტომ Upskill კამპანიის ფარგლებში ვატარებთ შეხვედრების სერიას: „გაუზიარე და გაიზიარე ცოდნა“.
ჩვენი მორიგი ტრენინგი საერთაშორისო გადახდის მეთოდებს დაეთმო. რადგან ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება, გადავწყვიტეთ, დეტალურად გაგვერჩია, როგორ მუშაობს ფინტეკ ინდუსტრია დღეს.
ეს მხოლოდ დასაწყისია. Upskill-ის ფარგლებში კიდევ ბევრ საინტერესო ტრენინგს ვგეგმავთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ერთმანეთის განვითარებაზე ზრუნვა საერთო საქმეა.

ლაინაფი
გულახდილად ვთქვათ, როცა საქმე ბევრია და ტემპი - სწრაფი, ხშირად გვავიწყდება იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც რთულ პროცესებს გვიმსუბუქებენ. ზუსტად ამიტომ ოფისში ახალი ინიციატივა, Shine Awards დავნერგეთ - უკვე გვაქვს მიზეზი, რომ მცირე ხნით შევჩერდეთ და მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც აპგეიმინგს უბრალო სამსახურზე მეტად აქცევს.
ავტორი: საბა მაისურაძე | August 17, 2026

განვითარება
აპგეიმინგში საუკეთესო სერვისი პროდუქტის სიღრმისეული ცოდნით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პლატფორმები მილიონობით ოპერაციას ასრულებს, ხარისხსა და სიზუსტეს ყოველთვის ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, მხარდაჭერის გუნდისა და Fraud-ის დეპარტამენტებმა სპეციალური ვორქშოფი გაიარეს, რომელსაც სპორტული მონიტორინგის ჩვენივე სპეციალისტი უძღვებოდა.
ავტორი: საბა მაისურაძე | August 17, 2026