არაფერი ისე არ აერთიანებს გუნდს, როგორც მეგობრული შეჯიბრი. ცოტა ხნის წინ, აპგეიმინგში ჩვენი საკუთარი „რა? სად? როდის?“ ჩავატარეთ და სიმართლე გითხრათ, იმაზე ბევრად აზარტული გამოდგა, ვიდრე ველოდით.
ავტორი: საბა მაისურაძე | December 10, 2025 | აქტივობები

არაფერი ისე არ აერთიანებს გუნდს, როგორც მეგობრული შეჯიბრი. ცოტა ხნის წინ, აპგეიმინგში ჩვენი საკუთარი „რა? სად? როდის?“ ჩავატარეთ და სიმართლე გითხრათ, იმაზე ბევრად აზარტული გამოდგა, ვიდრე ველოდით.
სანახევროდ არაფერს ვაკეთებთ - თუ თამაშია, ბოლომდე თამაში იყოს. სულ 10 გუნდი შეიკრიბა, თითოეულში 6 მოთამაშე, ზუსტად ისე, როგორც კლასიკურ ფორმატშია მიღებული. თამაშის წაყვანა კი თავად ლეგენდარულ „ბატონ წამყვანს“ ვთხოვეთ.
იმ ცნობილი ხმის გაგონებამ დარბაზში მაშინვე სხვა მუხტი შემოიტანა. ყველას გვინდოდა, რომ სწორი პასუხის შემდეგ ის ნანატრი შექება დაგვემსახურებინა.
წარმოიდგინეთ დარბაზი, სადაც 60 ადამიანი ერთდროულად ცდილობს რაღაც მივიწყებული ისტორიული ფაქტის გახსენებას ან ლოგიკური თავსატეხის ამოხსნას. იყო ყველაფერი: ცხარე კამათი, ბოლო წამზე გაცემული სწორი პასუხები და ის საოცარი სიჩუმე, რომელიც პასუხის მოლოდინში ისადგურებს ხოლმე.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენს გუნდს რთული ამოცანების ამოხსნა არამხოლოდ მუშაობისას, არამედ თამაშის დროსაც კარგად გამოსდის.

ლაინაფი
გულახდილად ვთქვათ, როცა საქმე ბევრია და ტემპი - სწრაფი, ხშირად გვავიწყდება იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც რთულ პროცესებს გვიმსუბუქებენ. ზუსტად ამიტომ ოფისში ახალი ინიციატივა, Shine Awards დავნერგეთ - უკვე გვაქვს მიზეზი, რომ მცირე ხნით შევჩერდეთ და მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც აპგეიმინგს უბრალო სამსახურზე მეტად აქცევს.
ავტორი: საბა მაისურაძე | August 17, 2026

განვითარება
აპგეიმინგში საუკეთესო სერვისი პროდუქტის სიღრმისეული ცოდნით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პლატფორმები მილიონობით ოპერაციას ასრულებს, ხარისხსა და სიზუსტეს ყოველთვის ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, მხარდაჭერის გუნდისა და Fraud-ის დეპარტამენტებმა სპეციალური ვორქშოფი გაიარეს, რომელსაც სპორტული მონიტორინგის ჩვენივე სპეციალისტი უძღვებოდა.
სიმბოლური საჩუქრები ყველამ მიიღო, თუმცა გამარჯვებულ გუნდს განსაკუთრებული პრიზები ერგო, იმ სტატუსთან ერთად, რომელიც მომდევნო ტურნირამდე მათთან დარჩება.
მაგრამ მთავარი მაინც ის ემოცია იყო, რაც თამაშის შემდეგ დაგვრჩა: სხვადასხვა დეპარტამენტის წევრები ერთად ვფიქრობდით, ვერთობოდით და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს გვერდით არაერთი „ფარული გენიოსი“ მუშაობს.
ავტორი: საბა მაისურაძე | August 17, 2026