ჩვეულებრივ დღეებში Upgaming-ის ოფისში საქმიანი ატმოსფეროა, თუმცა 1 ივნისს ყველაფერი ცოტათი შეიცვალა. ბავშვთა დაცვის დღეს ტრადიცია არ დაგვირღვევია, თანამშრომლების შვილებს ვუმასპინძლეთ და ოფისი ერთბაშად 100-ზე მეტი პატარა სტუმრის პოზიტიურმა ქაოსმა შეავსო.
ბავშვებს ხომ ყოველთვის აინტერესებთ, სად მიდიან მშობლები ყოველ დილით. ამჯერად მათ არა მხოლოდ დაათვალიერეს ჩვენი სამუშაო გარემო, ოფისი დიდ შემოქმედებით ზონებად გადაიქცა, სადაც პატარები მუშაობის ნაცვლად თამაშის და ერთობლივი გართობის სრულიად ახალ რეჟიმს გვკარნახობდნენ.
დღის განმავლობაში ჩვენს პატარა სტუმრებს მოსაწყენად დრო არ დარჩენიათ. სივრცე შემოქმედებითმა ვორქშოპებმა, საყვარელმა ანიმატორებმა, სახალისო თამაშებმა და ფერადმა გასართობმა ინსტალაციებმა დაიკავა. ყველა კუთხიდან ისმოდა სიცილი, ახალი აღმოჩენების ჟრიამული და დაუსრულებელი კითხვები, რამაც მთელ გუნდს ენერგია და განსხვავებული მუხტი მისცა.
Upgaming-ში გვჯერა, რომ საუკეთესო პროდუქტების შექმნასთან ერთად, ჩვენი კულტურის მთავარი ძალა ადამიანურ ღირებულებებსა და ოჯახურ სითბოშია. ბავშვთა დაცვის დღე ჩვენთვის საუკეთესო შეხსენებაა, თუ რა არის ყველაზე ძვირფასი – ჩვენი პატარების გულწრფელი სიცილი და მომავალი. დღის ბოლოს, ოფისი ცოტათი დაიღალა, მაგრამ დატოვა ბევრი ემოცია და მოლოდინი მომავალ 1 ივნისამდე, როცა Upgaming-ის კიდევ უფრო გაზრდილ ოჯახს კვლავ ერთად ვუმასპინძლებთ!