Skip to content
აფგეიმინგის აიქონი
აფგეიმინგის ვორდმარკი

პროგრამის შესახებ

რატომ შევქმენით ეს პროგრამა?

ხშირად თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საქმეში თავდაჯერებულად ჩაერთო. Talent Growth პროგრამაში კი სწავლა რეალურ პროექტებზე მუშაობით იწყება. ტიპური კურსებისგან განსხვავებით, აქ ჩვენი გუნდის საუკეთესო პროფესიონალების გვერდით იმუშავებ, გაეცნობი საერთაშორისო სტანდარტებს და ისწავლი, როგორ იქმნება გლობალური პროდუქტები.

ამ პროგრამით გვინდა, აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ ახალი ტალანტები, მივცეთ მათ პრაქტიკული გამოცდილება, დეპარტამენტებს შორის პროფესიული ქსელის აშენების შესაძლებლობა და კარიერის განვითარებისკენ მიმავალი გზა გავუხსნათ.

რატომ შევქმენით ეს პროგრამა?

როგორ მოხვდები ჩვენთან

ეტაპი 1

აპლიკაციების გადარჩევა

პირველ ეტაპზე შენს აპლიკაციასა და გამოცდილებას გადავხედავთ. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ შენი ინტერესები და უნარები პროგრამის მიზნებს ემთხვევა

ეტაპი 2

ლოგიკური დავალება

ტესტირების ეტაპზე შენს პრობლემების გადაჭრის უნარს შევამოწმებთ.

ეტაპი 3

ტექნიკური დავალება

პოზიციის შესაბამისად, ჩვენს გუნდთან ტექნიკურ ტესტს ან გასაუბრებას გაივლი. ეს ის ეტაპია, სადაც შენი ცოდნის პრაქტიკაში ჩვენების საშუალება გეძლევა.

ეტაპი 4

სტაჟირება

პროგრამაში ჩართვის შემდეგ, დაიწყებ სწავლას, რეალურ პროექტებზე იმუშავებ და გუნდისგან მუდმივ მხარდაჭერას მიიღებ.

დაინტერესდი?

გამოცადე შენი თავი გლობალურ სცენაზე

ყველა ვაკანსია