განვითარდი საერთაშორისო გუნდთან ერთად და შექმენი გლობალური მასშტაბის პროდუქტები
გაიგე, რა ღირებულებებზე დგას ჩვენი ერთობა და გაეცანი კულტურას, რომელიც ჩვენს თითოეულ გადაწყვეტილებას განსაზღვრავს
ერთად ვმუშაობთ და ერთადვე აღვნიშნავთ წარმატებას
Halloween
ჰელოუინი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტრადიციაა, სადაც ყოველ წელს გუნდი საოცარ კრეატიულობას იჩენს. ამ დღეს ოფისი მისტიკურ სივრცედ იქცევა და საუკეთესო კოსტუმების ავტორები განსაკუთრებული პრიზებით ჯილდოვდებიან.
Padel Tournament
სპორტული აზარტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ამიტომ წელიწადში რამდენჯერმე ერთმანეთს პადელის კორტზე ვეჯიბრებით. ჯანსაღი კონკურენცია ენერგიის სამუშაო გარემოს მიღმა შენარჩუნებაში გვეხმარება.
Spring Day
ზამთრის შემდეგ ახალი ენერგიით ვიმუხტებით და გაზაფხულს პოზიტიური განწყობით ვხვდებით. ამ დღეს ოფისი სეზონური არომატებით ივსება და გუნდური აქტივობებით ახალ საწყისებს აღვნიშნავთ.
Children's Day
ამ დღეს ჩვენს ყველაზე პატარა სტუმრებს ვუთმობთ. ოფისს გარეთ, სპეციალურად შერჩეულ სივრცეში ჩვენი შვილებისთვის დღესასწაულს ვაწყობთ, სადაც ფერადი დეკორაციებითა და მხიარულებით სავსე გარემო მათ დაუვიწყარ მოგონებებს უქმნის.
Shine Awards
ეს ჩვენი გამორჩეული წევრების აღიარების დღეა. ერთად აღვნიშნავთ თითოეული კოლეგის წარმატებას და მადლობას ვუხდით მათ იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რაც ჩვენს საერთო საქმეში შეაქვთ.
Fun Friday Games
ზაფხულის შემდეგ აქტიურ რიტმს გუნდური შეჯიბრებებით ვუბრუნდებით. ვერთობით მსუბუქი თამაშებით, რომლებიც ჩვენს კონცენტრაციასა და საერთო განწყობას მყისიერად აუმჯობესებს.
October Fest
ოქტომბერი ლუდის ფესტივალის გარეშე წარმოუდგენელია. ოფისში ნამდვილ გერმანულ განწყობას ვქმნით, ვაგემოვნებთ სხვადასხვა სახეობის ლუდს და სამუშაო კვირას არაფორმალურ, მხიარულ გარემოში ვასრულებთ.
Retro 90s Friday
ამ დღეს დროში ვმოგზაურობთ და 90-იანების ესთეტიკას ვაცოცხლებთ. ვიცვამთ რეტრო კოსტიუმებს, ვუსმენთ ნოსტალგიურ ჰიტებს და იმ გემოებს ვიხსენებთ, რომლებიც ჩვენს ბავშვობასა თუ ახალგაზრდობას ახლავს.
Georgian Day
ჩვენს კულტურასა და ფესვებს თანამედროვე გარემოში ვზეიმობთ. ტრადიციული კერძებით, მუსიკითა და ეროვნული დეტალებით ოფისში ქართულ დღესასწაულს ვაწყობთ.
Street Food Market
ჩვენს ეზოს ფერად და გემრიელ "სთრით ფუდ" მარკეტად ვაქცევთ. ღია ცის ქვეშ ვიკრიბებით, სხვადასხვა კულტურის ქუჩის საკვებს ვაგემოვნებთ და ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ მზიანი დღე გუნდთან ერთად, გემრიელად გავატაროთ.
New Year
წლის ყველაზე ჯადოსნურ დღესასწაულს მთელი გუნდი ერთად ვზეიმობთ. ვაჯამებთ გასულ წელს, ვცვლით საჩუქრებს და ვმონაწილეობთ პრიზების გათამაშებაში. დიდი წვეულებით ახალ შესაძლებლობებს ვხვდებით, რომელსაც მომავალი წელი გვიმზადებს.
Summer BBQ
საზაფხულო განწყობისთვის ეზოში გადმოვინაცვლებთ. გრილზე მომზადებული კერძებითა და მუსიკით BBQ ფესტივალს ვაწყობთ, სადაც გუნდური თამაშებით კიდევ უფრო ვახლოვდებით.
Culture Day
ამ დღეს მსოფლიოს გარშემო ოფისიდან გაუსვლელად ვმოგზაურობთ. ყოველ წელს ახალ ქვეყანას ვირჩევთ და ჩვენს მრავალფეროვან გუნდთან ერთად უცხო კულტურას, სამზარეულოსა და ტრადიციებს ვიკვლევთ.
Ice Cream Day
ზაფხულის სიცხეს ტკბილი შესვენებით ვაგრილებთ. ნაყინის სადგურებთან ჩვენს საყვარელ დესერტებს თავად ვქმნით და სამუშაო დღეს ვიხალისებთ.
Intellectual Games
ჩვენს გუნდურ სულს ინტელექტუალურ ორთაბრძოლებში ვცდით, როცა ბატონი წამყვანის თანხლებით, ერთმანეთს \"რა? სად? როდის?\" თამაშში ვეჯიბრებით.
Wellness Week
ამ კვირას საკუთარ თავს ვუთმობთ და ბალანსის პოვნას ვცდილობთ. ერთად ვვარჯიშობთ იოგას, ვაგემოვნებთ ჯანსაღ საკვებს და ვუზიარებთ ერთმანეთს რჩევებს მენტალური კეთილდღეობისთვის.
საერთო მიზნისათვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვერთიანდებით
Georgia
Switzerland
Bulgaria
Georgia
Switzerland
Bulgaria
Georgia
Switzerland
Bulgaria
Georgia
Switzerland
Bulgaria
Georgia
Switzerland
Bulgaria
Georgia
Switzerland
Bulgaria
Argentina
Malta
Argentina
Malta
Argentina
Malta
Argentina
Malta
Argentina
Malta
Argentina
Malta